მარი ბექაური
ავტორი
თერაპიული წიგნები
მარი ბექაური · ილუსტრატორი: სალომე ხოტივარი
ნუცა უშიშარი და მამაცი გოგონაა… უფრო სწორად, თითქმის უშიშარი, რადგან ისევე როგორც ყველას, მასაც აქვს ერთი პატარა შიში: შეცდომების დაშვების. ერთ დღესაც ნუცას ფანჯარაში უცნაური ნემსიყლაპია, კოღიჩო გამოჩნდა და მას თავგადასავალში ჩაითრია — უჩვეულო მოგზაურობაში ნუცა მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას ამოაჩენს: შეცდომები სწავლის ნაწილია.
ავტორი
ილუსტრატორი
როგორ ვაქციოთ წიგნი აღზრდის ინსტრუმენტად — ნაბიჯ-ნაბიჯ
გაიხსენეთ და გაუზიარეთ ბავშვს თქვენი ერთი შეცდომა და ის, რაც მისგან ისწავლეთ. ჰკითხეთ: „შენი აზრით, შეცდომის დაშვება ცუდია?“
დააკვირდით ნუცას გრძნობებს მოგზაურობის სხვადასხვა ეტაპზე და იკითხეთ, რატომ ეშინია მას შეცდომების. განიხილეთ, როგორი იქნებოდა ქალაქი, სადაც არავინ ცდება.
შემოიღეთ ოჯახური ტრადიცია: კვირის ბოლოს თითოეულმა გაიხსენოს ერთი შეცდომა და ერთი რამ, რაც მისგან ისწავლა. შეაქეთ ბავშვი მცდელობისთვის და არა მხოლოდ შედეგისთვის.
ბესტსელერი