ნინო მარგველაშვილი
ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრი
2017 წლიდან გონების სისავსის (mindfulness) ტექნიკების გავრცელებას უწყობს ხელს. წიგნის „ახლა შეგიძლია მოეშვა, მოდუნდე და დაისვენო“ ავტორი.
ძილის წინ საკითხავი
ნინო მარგველაშვილი · ილუსტრატორი: სალომე ხოტივარი
ყველა მშობელმა იცის, რომ აქტიური დღის შემდეგ ბავშვის დაძინების რეჟიმზე გადაყვანა იოლი არ არის. ეს ძილისპირული ამბავი სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ დაეხმაროს ბავშვებს უშფოთველად და მშვიდად ჩაძინებაში; ამავდროულად, საკუთარი სხეულისა და სამყაროსადმი მადლიერების შეგრძნება გაუღვივოს. ტექსტის მელოდიური და მედიტაციური ქცევა ერთნაირად მოუნუსხავს როგორც პატარა, ისე უფროსი ასაკის ბავშვებს.
ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრი
2017 წლიდან გონების სისავსის (mindfulness) ტექნიკების გავრცელებას უწყობს ხელს. წიგნის „ახლა შეგიძლია მოეშვა, მოდუნდე და დაისვენო“ ავტორი.
ილუსტრატორი
როგორ ვაქციოთ წიგნი აღზრდის ინსტრუმენტად — ნაბიჯ-ნაბიჯ
შექმენით მშვიდი გარემო: ჩამქრალი შუქი, რბილი საბანი, ეკრანები შორს. უთხარით ბავშვს, რომ ეს განსაკუთრებული, დასამშვიდებელი წიგნია.
იკითხეთ ნელა, რბილი ხმით და დააყოვნეთ პაუზებზე. მიჰყევით ტექსტის რიტმს — ნება მიეცით ბავშვს, თვალები დახუჭოს და მოდუნდეს.
ნუ დაუბრუნდებით აქტიურ საუბარს — ჩუმად დარჩით ბავშვთან რამდენიმე წუთი. გაიმეორეთ რიტუალი ყოველ საღამოს, რომ წიგნი ძილის სიგნალად იქცეს.
ახალი