უფასო მიწოდება 60 ₾-დან  •  მიწოდება საქართველოს მასშტაბით 1–3 სამუშაო დღეში

ძილის წინ საკითხავი

ახლა შეგიძლია მოეშვა, მოდუნდე და დაისვენო

ნინო მარგველაშვილი  ·  ილუსტრატორი: სალომე ხოტივარი

შეფასებები გამოჩნდება მაღაზიის გაშვების შემდეგ
ასაკი3+
გვერდები32
ფორმატი21×21 სმ, მყარი ყდა
გამოცემა2025
25,00 ₾
  • მარაგშია — გაიგზავნება 1–2 სამუშაო დღეში
  • მიწოდება მთელ საქართველოში; 60 ₾-დან — უფასოდ
  • დაბრუნება 14 დღის განმავლობაში

აღწერა

ყველა მშობელმა იცის, რომ აქტიური დღის შემდეგ ბავშვის დაძინების რეჟიმზე გადაყვანა იოლი არ არის. ეს ძილისპირული ამბავი სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ დაეხმაროს ბავშვებს უშფოთველად და მშვიდად ჩაძინებაში; ამავდროულად, საკუთარი სხეულისა და სამყაროსადმი მადლიერების შეგრძნება გაუღვივოს. ტექსტის მელოდიური და მედიტაციური ქცევა ერთნაირად მოუნუსხავს როგორც პატარა, ისე უფროსი ასაკის ბავშვებს.

ISBN: 978-9941-8-8125-1

შემქმნელები

ნინო მარგველაშვილი

ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრი

2017 წლიდან გონების სისავსის (mindfulness) ტექნიკების გავრცელებას უწყობს ხელს. წიგნის „ახლა შეგიძლია მოეშვა, მოდუნდე და დაისვენო“ ავტორი.

სალომე ხოტივარი

ილუსტრატორი

ბიოგრაფია მალე დაემატება.

გზამკვლევი მშობლებსა და აღმზრდელებს

როგორ ვაქციოთ წიგნი აღზრდის ინსტრუმენტად — ნაბიჯ-ნაბიჯ

წაკითხვამდე

შექმენით მშვიდი გარემო: ჩამქრალი შუქი, რბილი საბანი, ეკრანები შორს. უთხარით ბავშვს, რომ ეს განსაკუთრებული, დასამშვიდებელი წიგნია.

კითხვის დროს

იკითხეთ ნელა, რბილი ხმით და დააყოვნეთ პაუზებზე. მიჰყევით ტექსტის რიტმს — ნება მიეცით ბავშვს, თვალები დახუჭოს და მოდუნდეს.

წაკითხვის შემდეგ

ნუ დაუბრუნდებით აქტიურ საუბარს — ჩუმად დარჩით ბავშვთან რამდენიმე წუთი. გაიმეორეთ რიტუალი ყოველ საღამოს, რომ წიგნი ძილის სიგნალად იქცეს.

სასაუბრო კითხვები

  • შენი სხეულის რომელი ნაწილი მოდუნდა ყველაზე მეტად?
  • რისთვის ხარ დღეს მადლიერი?
  • რა იყო დღეს ყველაზე სასიამოვნო წუთი?

მსგავსი წიგნები

ყველა წიგნი →